skip to content
ახალი ამბები

რუსული ვეტმფრენი საქართველოს ტერიტორიაზე შემოიჭრა

(თბილისი, 29 სექტემბერი, 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ცნობით, რუსულმა ვეტმფრენმა 27 სექტემბერს საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია.

არსებული ინფორმაციით, რუსული ვეტმფრენი საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე სოფელ ომალოში შემოიჭრა.

რუსული ვეტმფრენის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა. თუმცა, რუსეთის ხელისუფლება ამგვარ ფაქტებს არ ადასტურებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button