skip to content
ახალი ამბები

ოპოზიცია მთავრობის გადადგომას მოითხოვს

(თბილისი, 21 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – “გაერთიანებული დემოკრატების” საპარლამენტო ფრაქციამ დღეს საბიუჯეტო დეფიციტის გამო მთავრობის გადადგომის საკითხი დააყენა.

ფრაქციის წევრის, დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, ფრაქცია იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს ბიუჯეტის სეკვესტრს, თუ მთავრობის მთლიანი შემადგენლობა, სახელმწიფო მინისტრის ჩათვლით, გადადგება.

“თქვენ [მთავრობას] მხოლოდ იმისთვის გინდათ სავალუტო ფონდის რეკომენდაციების შესრულება, რომ საკუთარი სკამები შეინარჩუნოთ”, – განაცხადა მაჭავარიანმა პარლამენტის სხდომაზე სეკვესტრთან დაკავშირებით.

საგადასახადო შემოსავლების და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავჯდომარეებმა ასევე მოითხოვეს მთავრობის გადადგომა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button