skip to content
ახალი ამბები

კავშირგაბმულობის სამინისტრო უარყოფს ხმებს “ტელეკომის” აქციების რუსულ კომპანიაზე მიყიდვის თაობაზე

(თბილისი, 21 აგვისტო , 2003, სივილ ჯორჯია) – საქართველოს კავშირგაბმულობის და ტრანსპორტის სამინისტრო უარყოფს, რომ ქართული მხარე აპირებს მიყიდოს “საქართველოს ტელეკომის” აქციები რუსულ კომპანია “როსტელეკომს”.

საქართველოს მთავრობა ფლობს “ტელეკომის” აქციების 51%-ს. ამერიკულ კომპანია “მეტრომედიას” 30% ეკუთვნის და დანარჩენი 19% კვიპროსის საინვესტიციო კომპანიის “ბალკომის” მფლობელობაშია.

“ჩვენ არ ვაპირებთ აქტივების გაყიდვას. მე არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ გამაჩნია ამერიკური კომპანიის გადაწყვეტილების თაობაზე, თითქოს იგი აპირებს თავისი აქციები რუსულ კომპანიას მიყიდოს”, – განაცხადა კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის მინისტრმა მერაბ ადეიშვილმა.
 
ახლახანს “გაერთიანებულმა დემოკრატებმა” შეშფოთება გამოთქვეს იმის თაობაზე, რომ შესაძლოა, რუსულმა კომპანიამ საქართველოს კავშირგაბმულობის სისტემაში მოიკიდოს ფეხი.   

“საქართველოს ტელეკომი” 1994 წელს შეიქმნა, როგორც შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია. იგი ადგილობრივ და საერთაშორისო სატელეფონო მომსახურებას აწარმოებს. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button