skip to content
ახალი ამბები

ამბოხის მონაწილეებს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯეს

(თბილისი, 27 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – თბილისის საოლქო სასამართლომ 26 მარტს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა 15 ყოფილ გვარდიელს, რომლებიც 23 მარტს ისნის რაიონში სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე ბუნტი მოაწყეს.

ამბოხის 19 მონაწილე 24 მარტს ხელისუფლებას ჩაბარდა. ოთხო მათგანი გაათავისუფლეს.

ყოფილ გვარდიელებს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის დაკავების ბრალდება წაუყენეს.

ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ ამბოხებულების უკან გარკვეული ძალები იდგნენ, რომლებსაც ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სურთ, იმ დროს, როცა ვეტერანი გვარდიელები აცხადებენ, რომ ასეთი ნაბიჯისკენ მათ მძიმე სოციალურმა პირობებმა უბიძგა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button