skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი იღებს კანონს “ფულის გათეთრებასთან” ბრძოლის შესახებ

(თბილისი, 28 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – 28 მარტს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი “ფულის გათეთრებასთან” ბრძოლის შესახებ.

პროექტი ითვალისწინებს ფინანსური კონტროლის სამსახურის შექმნას, რომელიც 4-5 ექსპერტისგან დაკომპლექტდება. სამსახურს ექნება ანალიტიკური ფუნქცია, და არ ექნება გამოძიების წარმოების უფლება.

პროექტის მიხედვით, ფინანსური უწყებები ვალდებულნი იქნებიან ფინანსური კონტროლის სამსახურს მოახსენონ ყველა იმ გარიგების შესახებ, რომლებიც 30 ათას ლარს გადააჭარბებენ.

სხვა ინფორმაცია ამ თემაზე:
საქართველოს “ფულის სამრეცხაოდ” გადაქცევა ემუქრება

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button