skip to content
ახალი ამბები

პარლამენტმა არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა

(თბილისი, 21 მაისი, 2003, სივილ ჯორჯია) – პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა გენერალური პროკურატურის მოთხოვნას დეპუტატ დავით ბეჟუაშვილის მიმართ სისხლის სამართლის ქმედებების წარმოების თაობაზე. კენჭისყრის დროს 59 დეპუტატი წინააღმდეგი გამოვიდა.
 
გენერალური პროკურატურა დავით ბაჟუაშვილს 1998 წელს სს” საქგაზის” გენერელური დირექტორის თანამდებობაზე ყოფნის დროს ჩადენილ დარღვევებში ადანაშაულებს, კერძოდ, თანხების არამიზნობრივად ხარჯვაში და ბუნებრივ აირზე ერთპიროვნულად ტარიფის გაზრდის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. გენერალურმა პროკურორმა თავად გააცნო დოკუმენტები პარლამენტს.

დავით ბეჟუაშვილმა ეს ბრალდებები უარყო და მათ პროვოკაცია უწოდა. “გარკვეული დაინტერესებული ძალების მხრიდან პროვოციერებულია. მე მზად ვარ ვითანამშრომლო პროკურატურასთან და საგამოძიებო ჯგუფთან, რათა დავადასტურო ჩემი სიმართლე. თუ მე დამნაშავე ვარ და მილიონობით ლარის კი არა ათი ლარის მითვისებას დამიდასტურებენ, მზად ვარ პასუხი ვაგო”, – განაცხადა ბეჟუაშვილმა.

პარლამენტის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დავით ბეჟუაშვილმა მადლობა მოუხადა დეპუტატებს მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ ითანამშრომლებს პროკურატურასთან ამ საკითხების გარკვევის მიზნით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button