
რა ელით გენოციდის მომწყობთ?
პარლამენტმა რომის სტატუტის რატიფიკაცია მოახდინა კონვენციის რატიფიკაცია დიდ წილად განაპირობა აფხაზეთის ომის ვეტერანთა შიმშილობის აქციამ, რომელთა ერთ-ერთი მოთხოვნა, სწორედ რომის კონვენციისადმი საქართველოს მიერთება იყო. პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ მოშიმშილეებმა აქცია შეწყვიტეს. პარლამენტმა აღნიშნული დოკუმენტი ჯერ კიდევ ორი წლის წინ განიხილა, მაგრამ რომის კონვენციისადმი აშშ-ის ნეგატიური დამოკიდებულების გამო მისი რატიფიკაცია დღემდე ვერ მოხერხდა. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველ მუდმივ საერთაშორისო სტრუქტურას წარმოადგენს, რომელსაც შეუძლია გაასამართლოს გარკვეული პირები გენოციდის, სამხედრო დანაშაულებების და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებისთვის. აშშ ყველა თავის მოკავშირე სახელმწიფოს ორმხრივი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მოუწოდებდა, რომლის მიხედვით არ მოხდებოდა საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ცნობა განსაკუთრებით ამერიკის მოქალაქეებზე. საქართველომ აშშ-სთან 10 თებერვალს დადო ხელშეკრულება, რომელიც დაკავებული მოქალაქეების მესამე ქვეყნისთვის ან საერთაშორისო სასამართლოსთვის არ გადაცემას ითვალისწინებს. “ახალი მემარჯვენეები” ერთადერთი საპარლამენტო ფრაქციაა რომელიც დოკუმენტის რატიფიკაციას ეწინააღმდეგებოდა. ფრაქციას კენჭისყრაში საერთოდ არ მიუღია მონაწილეობა, რადგან “ახლების” აზრით რომის კონვენციასთან მიერთება შესაძლოა საქართველოს ცუდად შემოუბრუნდეს, თუ თბილისს ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად ძალის გამოყენება დაჭირდება. “ჩვენ არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ამ საკითხის რატიფიცირების შემდეგ მოხდება მთავარი საკითხის განხილვა. ისიც უნდა გვახსოვდეს, რომ რეზოლუცია კრძალავს ძალის გამოყენებას. კარგია თუ პრობლემა მშვიდობიანი გზით მოგვარდება, მაგრამ მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და ერთადერთი გზა შესაძლოა სწორედ ძალის გამოყენება იყოს. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტის რატიფიცირება პირდაპირ ჩვენ საწინააღმდეგოდ მოქმედებს” – განუცხადა “სივილ ჯორჯიას” “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ წევრმა დეპუტატმა დავით საგანელიძემ. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება უკვე დიდი ხანია აქტიურად ლობირებდა რომის კონვენციის რატიფიკაციას. თუმცა, როგორც იურისტი, იუსტიციის მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე კოტე ყუბლაშვილი აცხადებს, რომ “რომის სტატუტის რატიფიკაციას არ მოჰყვება ჰააგის სასამართლოში აფხაზების მიერ ქართველებზე განხორციელებული გენოციდის დოკუმენტების განხილვა და სასამართლო პროცესის დანიშვნა, ვინაიდან ამ დოკუმენტის საფუძველზე სასამართლო პროცესი მხოლოდ 2002 წლის შემდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე ინიშნება, როცა ეს დოკუმენტი იქნა თავიდან მიღებული. აქედან გამომდინარე ვერ მოხდება 1992-93 წლებში ჩადენილი დანაშაულებებზე სასამართლო პროცესის დაწყება” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას სამართლის დოქტორმა კოტე კუბლაშვილმა. აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლება ამზადებს მასალებს, რომლებშიც ასახულია აფხაზეთში 2002 წლის შემდეგ ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაული. “ჩვენ ახლა ვაპირებთ ახალი მასალები წარვუდგინოთ სასამართლოს, რომელიც აფხაზების მხრიდან 2002 წლის შემდგე განხორციელდა. ამ მიზნით 27 მუხლისგან შედგენილი სისხლის სამართლის საქმე აღიძრება აფხაზების მიმართ, მკვლელობები, ადამიანების გატაცებები და ა.შ. აქამდე წარდგენილი დოკუმენტი კი რომელიც გენოციდის ამსახველ მასალას წარმოადგენს, საქმეს დანართის, სახით, როგორც დამატებითი მასალა ისე წარედგინება” – განაცხადა პაატა დავითაიამ “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას. “შეხვედრის დროს განვიხილეთ ყველა ის სამუშაო გეგმა, რაც ამ დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგ უნდა განხორციელდეს და ასევე თუ რა იურიდიული დოკუმენტაცია უნდა მომზადდეს იმისათვის, რომ სარჩელზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრას” – განაცხადა დავითაიამ. მისი ინფორმაციით, ამჟამდ ყველაფერი ქართულ მხარეზე არის დამოკიდებული. კერძოდ გენერალური პროკურატურისა და იუსტიციის სამინისტროს მხრიდან უნდა შეიქმნას სპეციალური ჯგუფები, რომელთაც დაევალება დეტალური მასალის შეკრება და იურიდიული სახის მიცემა. ასევე არსებული მასალების ინგლისურად თარგმნა. დავითაიას პროგნოზით თუ ამ პროცესს ხელისშემშლელი ფაქტორი არ გამოუჩნდება 2 კვირაში უნდა მომზადდეს, თავად სასამართლო პროცესი კი შესაძლოა 2 წელში დაიწყოს. “ეს ყველაზე დიდი დროა, შესაძლოა ყველაფერი უფრო სწრაფ ტემპშიც განხორციელდეს. ჯერ საჭიროა დოკუმენტაციის შეკრება და სპეციალური ჯგუფის შექმნა, რომელიც ჰააგის სასამართლოში საქართველოს წარმოადგენს, საქმის წარმოებაში მიღების შემდეგ სასამართლო დანიშნავს პროკურორს, რომელიც უშუალოდ ადგილზე შეისწავლის მასალებს, რასაც დამნაშავეთა დაკავება უნდა მოჰყვეს, მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყება სასამართლო პროცესი” – განაცხადა პაატა დავითაიამ. რომის კონვენციის რატიფიკაცია საქართველოს ავალდებულებს გარკვეული შესწორებები შეიტანოს ქვეყნის კანონმდებლობაში. “იმისათვის, რომ ამოქმედდეს ეს დოკუმენტი საქართველოს კანონმდებლობის დახვეწაა საჭირო, გასარკვევია თუ რა მექანიზმით უნდა მოხდეს პიროვნების დაკავება, მისი გასამართლება და ექსტრადიცია თუ ამის საჭიროება იქნება. ამისათვის ნორმატიული ბაზის შექმნაა საჭირო. ჩევნი ერთადერთი მოთხოვნა ამ დოკუმენტის რატიფიცირებამდე სწორედ ის იყო, რომ პარალელურად მომხდარიყო ამ იურიდიული საკითხების განხილვა, რაც დოკუმენტის მიღებისთანავე მოხდებოდა მისი ამოქმედება, ახლა კი შესაძლოა ეს პროცესი გაჭიანურდეს” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას ფრაქცია “აღორძინების” წევრმა ვალერი გელბახიანმა. დეპუტატთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეიფორია დოკუმენტის რატიფიკაციის გამო ნაადრევია. “დარწმუნებული ვარ ბევრმა დეპუტატმა არც კი იცის რა წერია ამ დოკუმენტში და რას ითვალისწინებს, უბრალოდ გაიგეს, რომ ეს რეზოლუცია რამენაირად აფხაზეთის საკითხს უკავშირდება და პიდაპირ დაუჭირეს მხარი. ამ რეზოლუციის მიღება მშვიდობიან, წყნარ ქვეყანაში კარგია, მაგრამ ჩვენთან, როცა ამდენო პრობლემა არსებობს” – განაცხადა დავით საგანელიძემ. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯია16 ივლისს საქართველოს პარლამენტმა რიგგარეშე სხდომაზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესახებ რომის კონვენციის რატიფიცირება მოახდინა, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებას აფხაზეთში ქართველების გენოციდის თაობაზე სარჩელის შეტანის საშუალებას აძლევს.
“მადლობას ვუცხადებ ყველა იმ დებუტატს, ვინც მხარი დაუჭირა ამ საკითხს, ვინც არა კი მათ სინდისზე იყოს. ამით ჩვენ საშვალება გვეძლევა პასუხი ვაგებინოთ აფხაზებს ყველა იმ დანაშაულზე, რაც მათ ჩაიდინეს” – განაცხადა კენჭისყრის შემდეგ აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების თავმჯდომარემ და პარლამენტის წევრმა თამაზ ნადარეიშვილმა.
აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების იუსტიციის მინისტრმა პაატა დავითაიამ ჰააგის შესაბამის სასამართლოში განაცხადი 1992-93 წლებში ომის დროს და მის შემდეგ აფხაზების მხრიდან განხორციელებული გენოციდის ამსახველი ვიდეომასალა და დოკუმენტები 10-15 მარტს ჰააგაში ვიზიტის დროს წარადგინა.
პაატა დავითაია 16-17 ივნისს კვლავ იმყოფებოდა ჰააგაში, სადაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პრეზიდენტს ფილიპ კირშსს და მთავარ პროკურორს შეხვდა.
დოკუმენტის რატიფიცირების შემდეგაც დეპუტატთა ნაწილი ეჭვქვეშ აყენებს მის ამოქმედებას და აცხადებენ, რომ ამ დოკუმენტს მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება. ასეთ შემთხვევაში აფხაზეთის ლეგიტიმური ხელისუფლების ხელმძღვანელი თამაზ ნადარეიშვილი არ გამორიცხავს საპროტესტო აქციების გამართვას და რატიფიცირებული დოკუმენტის ამოქმედებას.