
მოსკოვი საქართველოში ნატოს მზვერავი თვითმფრინავის გამოჩენას აპროტესტებს
საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ბრალდებებს უსაფუძვლო უწოდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ნატოს მზვერავმა თვითმფრინავმა საქართველოში მხოლოდ საჩვენებელი სახის გაფრენა განახორციელა და რომ საქართველო ვერ გამოიყენებს ამ ტიპის თვითმფრინავს, სანამ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება არ მოხდება. “ავაქსის” ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავით თბილისში 8 ივლისს ორ დღიანია ვიზიტით ნატო-ს ადრეული მართვისა და კონტროლის საჰაერო ძალების სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი იოჰან დორა 6 კაციან ჯგუფთან ერთად ჩამოფრინდა. 9 ივლისს კი “ავაქსის” ტიპის თვითმფრინავით თბილისის თავზე ერთ საათიანი საჩვენებელი გაფრენა მოეწყო. მანამდე იოჰან დორა თავდაცვის მინისტრს დავით თევზაძეს შეხვდა და დახურულ კარს მიღმა ერთი საათის განმავლობაში საუბრობდნენ, თუმცა რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. “არავითარ შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ საქართველო გამოიყენებს “ავაქსის” ტიპის თვითმფრინავს, შეხვედრის დროს დავით თევზაძესა და იოჰან დორას ხელი არ მოუწერიათ. საერთოდ არავითარ დოკუმენტზე ხელის მოწერა არ მომხდარა. ეს ვიზიტი უბრალოთ გაცნობით ხასიათს ატარებდა, რომელიც ნატო-ს პროგრამა “პარტნიორობა მშვიდობისათვის” ეგიდით მოეწყო. საქართველო დიდი ხანია თანამშრომლობს ამერიკასთან ამ სფეროში” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” საუბრისას თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობების განყოფილების უფროსმა მირიან კიკნაძემ. “შემაშფოთებელი აქ არაფერია. საჩვენებელი ფრენის დროს არ მომხდარა რუსეთის საზღვართან მიახლოება, ყველაფერი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით მოხდა. გასაკვირია რუსეთის ასეთი გამოხმაურება, მაშინ როცა მათი სამხედრო თვითმფრინავები ხშირად არღვევენ ჩვენს საჰაერო სივრცეს, რის შესახებაც არანაირ რეაგირებას არ ახდენენ” – განაცხადა მირიან კიკნაძემ. სამხედრო ექსპერტების თქმით “ავაქსის” ტიპის თვითმფრინავის ტექნიკური აღჭურვილობა აძლევს მას საშუალებას აწარმოოს დაზვერვითი სამუშაოები რუსეთის ტერიტორიაზე ისე, რომ არ დატოვოს საქართველოს საჰაერო სივრცე. “ავაქსის” ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის საქართველოში გამოჩენით და საჩვენებელი ფრენის განხორციელებით რუსეთის შეშფოთება ძირითადად იმით არის გამოწვეული, რომ ავაქსის რადარულ თვალს 320 კილომეტრის რადიუსის ტერიტორია შეუძლია დაზვეროს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოში “ავაქსის” ტიპის თვითმფრინავის გამოჩენა “რუსეთის ეროვნულ უშიშროებასაც” საფრთხეს უქმნის, რადგანაც “ავაქსის ტექნოლოგიას შეუძლია რუსეთის ტერიტორიის ნაწილს ქვეყნის საჰაერო სივრცეში შეჭრის გარეშეც დააკვირდეს.” როგორც რადიო თავისუფლების სამხედრო მიმომხილველი კობა ლიკლიკაძე აღნიშნავს, “ავაქსის” ტიპის თვითმფრინავის საჩვენებელი ფრენა საქართველოში სრულიად ბუნებრივი მოვლენა იყო, რადგან საქართველომ ნატოში შეიტანა განაცხადი საჰაერო მონაცემთა ბაზის გაცვლის პროგრამაში გაწევრიანების შესახებ. “ნატო-ს ამ პროგრამაში გაწევრიანება საქართველოს ნატო-ს საჰაერო სივრცის კონტროლის თვალსაზრისით დაგროვილი ყველა საბაზისო მონაცემის ათვისების საშუალებას მისცემს, რაც ქვეყანას საკუთარი საჰაერო სივრცის უკეთ გაკონტროლების შანსს აძლევს” – განაცხადა კობა ლიკლიკაძემ. “ნატო-ს სადაზვერვო თვითმფრინავის საქართველოს ტერიტორიაზე გამოჩენას მხოლოდ სადემონსტრაციო, საჩვენებელი ხასიათი ჰქონდა. ამით ქართველ სამხედრო სპეციალისტებს საშუალება აქვთ გაეცნონ მოწინავე ტექნოლოგიებს, რითაც ნატო-ს წევრი ქვეყნები სარგებლობენ, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატები” – განაცხადა “სივილ ჯორჯიასთან” დასძინა კობა ლიკლიკაძემ. მისი თქმით, ამ განაცხადის წარდგენით არ ნიშნავს, რომ საქართველო უკვე ჩართულია ამ პროგრამაში. ამისათვის ქვეყანამ მთელი რიგი პროცედურები უნდა გაიაროს, რაც ძირითადად სამხედრო სფეროში რეფორმების გატარებას და ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლას ისახავს მიზნად. კობა ლიკლიკაძის პროგნოზით ეს 2 წლის პერსპექტივაა. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ცაში უცხო ქვეყნის მზვერავი თვითმფრინავი გამოჩნდა. ამა წლის მარტში, ერაყში ომის დაწყებამდე საქართველოს საჰაერო სივრცეში სამჯერ შემოვიდა აშშ-ის მზვერავი თვითმფრინავი რამაც რუსეთის შეშფოთება მოჰყვა. მაშინ მოსკოვმა ვაშინგტონი “ცივი ომის ტაქტიკის” წარმოებაში დაადანაშაულა. ამჯერად კი მოსკოვმა ნატოს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა მომავალში თავი შეიკავონ ამგვარი ქმედებისგან. თეა გულარიძე, სივილ ჯორჯიასაქართველოს საჰაერო სივრცეში ნატოს “ავაქსის” ტიპის სადაზვერვო თვითმფრინავის ერთსაათიანმა გამოჩენამ რუსეთის შეშფოთება გამოიწვია. 10 ივლისს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რომ საქართველო ამგვარი ქმედებებით სამხრეთ კავკასიაში არსებულ ისედაც დაძაბულ სიტუაციას კიდევ უფრო რთულდება.
მისივე ცნობით, შეხვედრის დროს საუბარი შეეხო სამხედრო სფეროში მომავალ თანამშრომლობის საკითხებს.