skip to content
ახალი ამბები

გატაცებული თურქი ბიზნესმენი გაათავისუფლეს

(თბილისი, 11 ივლისი , 2003, სივილ ჯორჯია) – თურქი ბიზნესმენი აირენ ნეკი დიგი, რომელიც 9 ივლისს ზუგდიდიდან გაიტაცეს, 10 ივლისს ღამით გაათავისუფლეს.

აირენ ნეკი დიგი უცნობმა პირებმა ძალით ჩასვეს მანქანაში და აფზახეთის მიმართულებით წაიყვანეს.

არაოფიციალური ინფორმაციით, თურქEეთის მოქალაქე მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ქართულმა მხარემ სამი აფხაზი გადასცა აფხაზურ მხარეს. თუმცა, სამართალდამცავები ამ ინფორმაციას უარყოფენ.

26 წლის აირენ ნეკი დიგი ზუგდიდში ორი თვის წინ ჩავიდა. იგი ხე-ტყის ბიზნესით არის დაკავებული.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button