skip to content
ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე პარლამენტიდან და პოლიტიკიდან მიდის

(თბილისი, 13 მარტი, 2003, სივილ ჯორჯია) – საპარლამენტო ფრაქცია “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა გიორგი თარგამაძემ საკანონმდებლო ორგანოს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტიდან და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.

“მე თხოვნით მივმართავ საქართველოს პრეზიდენტს, ჩემი განცხადების საფუძველზე გამომოყვანოს ყველა იმ სახელმწიფო კომისიიდან, რომელშიც აქამდე ვიყავი გაწევრიანებული. მე პასუხისმგებლობას არ გავურბივარ. ეს არც პოპულისტური და ემოციური განცხადება არ არის. არცერთი ფორმით მე კენჭს არ ვიყრი მომავალ არჩევნებში”, – განაცხადა თარგამაძემ.

მისი თქმით, უახლოეს პერიოდში არც ერთ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებას არ აპირებს.

გიორგი თარგამაძე 1999 წლის საპარლამენტო არჩევნებში კენჭს იყრიდა “დემოკრატიული აღორძინების” სიით. ახლახანს მან დატოვა პარტია, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button