skip to content
ახალი ამბები

ძალოვანმა მინისტრებმა უშიშროების საპარლამენტო კომიტეტში აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილეს

(თბილისი, 10 იანვარი, 2003, სივილ ჯორჯია) – დღეს თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის სხდომამ, რომელსაც სხვა ოფიციალურ პირებთან ერთად შინაგან საქმეთა, უშიშროებისა და თავდაცვის მინიტრებიც ესწრებოდნენ აფხაზეთში შექმნილი ვითარება განიხილა.

სხდომის დასრულების შემდეგ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ თამაზ ნადარეიშვილმა განაცხადა რომ შეხვედრისას რუსეთის მიერ აფხაზეთის მოსახლეობისთვის რუსული პასპორტების გაცემისა და სოჭი-სოხუმის დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის აღდგენის საკითხები განიხილეს.

“აფხაზეთის საკითხის გარდა ზოგადად ქვეყანაში უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარება იყო განხილული,” განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ბათიაშვილმა.

ძალოვანმა მინისტრებმა სხდომის დასრულების შემდეგ კომენტარისგან თავი შეიკავეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button