skip to content
ახალი ამბები

პარლამენტი აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავს

(თბილისი, 26 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – პარლამენტის დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე სახელმწიფო მინისტრმა ავთანდილ ჯორბენაძემ დეპუტატებს აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურული რეფორმის შესახებ კანონპროექტი გააცნო.

კანონპროექტი ქონების მმართვისა და ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროების გაუქმებას ითვალისწინებს.

“ხუთ მილიონიან ქვეყნას 40 სამინისტრო და სახელმწიფო დეპარტამენტი არ ჭირდება,” განაცხადა ავთანდილ ჯორბენაძემ პარლამენტის სხდომაზე.

კანონპეოექტის მიხედვით მშენებლობის სამინსტროს ფუნქცია გარემოს დაცვისა და ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის სამინსტროებზე გადანაწილდება, ხოლო ქონების მართვის სამინისტროსი – ეკონომიკის, ვაჭროებისა და მრეწველობის სამინისტროზე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button