skip to content
ახალი ამბები

ქართულ-რუსული კონსულტაციები აფხაზეთის თემაზე

(თბილისი, 20 დეკემბერი, 2002, სივილ ჯორჯია) – 20-21 დეკემბერს თბილისში საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები კონსულტაციებს მართავენ აფხაზეთის თემაზე.

სავარაუდოა, რომ ქართული მხარე მოლაპარაკებებზე სამშვიდობო ძალების მანდატის შეცვლისა და უსაფრთხოების ზონის გაფართოების საკითხებს დააყენებს.

საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები რუსულ მხარეს კონფლიქტის მოგვარებაში პროგრესის არარსებობაში ადანაშაულებენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button