ახალი ამბები

პარტიები და ცსკ არჩევნების გადადების საკითხს განიხილავენ

(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს შეხვედრა ცსკ-ის წევრებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც არჩევნების გადადებას ითხოვენ.

ამ პარტიებმა – ნაციონალური მოძრაობა, ჟვანიას გუნდი, “ერთობა”, ტრადიციონალისტები, მრეწველები, ლეიბორისტები, “თანადგომა” და სხვ. – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაძლო გაყალბების შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინეს.

შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს გადაიდოს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არაუმეტეს ერთი კვირით, თუ გაყალბების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები გატარდეს.

Back to top button