
ახალი ამბები
პარტიები და ცსკ არჩევნების გადადების საკითხს განიხილავენ
(თბილისი, 1 ივნისი, “სივილ ჯორჯია”) – ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მიმდინარეობს შეხვედრა ცსკ-ის წევრებსა და იმ პარტიებს შორის, რომლებიც არჩევნების გადადებას ითხოვენ. ამ პარტიებმა – ნაციონალური მოძრაობა, ჟვანიას გუნდი, “ერთობა”, ტრადიციონალისტები, მრეწველები, ლეიბორისტები, “თანადგომა” და სხვ. – ცენტრალურ საარჩევნო კომისიას შესაძლო გაყალბების შესახებ დოკუმენტაცია წარუდგინეს. შეხვედრის შემდეგ უნდა გადაწყდეს გადაიდოს თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არაუმეტეს ერთი კვირით, თუ გაყალბების მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად შესაბამისი ზომები გატარდეს.