
ზურაბ ჟვანიას ვიზიტს მოსკოვში რუსებმა გუდაუთიდან ბაზის გატანა დაამთხვიეს
დაიწყო თუ არა ახალი ეტაპი მოსკოვი-თბილისის ურთიერთობებში? გიორგი კალანდაძე, სივილ ჯორჯია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტს რუსებმა აფხაზეთში, გუდაუთაში განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზის გატანის პროცესის დაწყება დაამთხვიეს. ამდენად, ზურაბ ჟვანიას განცხადება, რომ თბილისს არ სურს აფხაზეთის კონფლიქტის ზონის მოშიშვლება, მოსკოვის ამ ნაბიჯის პასუხად შეგვიძლია მივიჩნიოთ. აფხაზეთში განლაგებული რუსეთის სამშვიდობო ძალების რეგიონში ყოფნის საკითხი ერთ-ერთი ცენტრალური იყო ყველა იმ შეხვედრაზე, რაც საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ რუსეთის სათათბიროში გამართა. “ჩვენი ამოცანა არ არის მოშიშვლდეს კონფლიქტის ზონა და ამით ხელი შევუწყოთ დესტაბილიზაციას ქვეყანაში. თუმცა, აუცილებლად უნდა დაიწყოს აფხაზეთში ლტოლვილთა დაბრუნება და მოლაპარაკება აფხაზურ მხარესთან უფრო შედეგიანი გახდეს. ამ მხრივ, რუსეთზე სასურველი შუამავალი არ არსებობს”, – განაცხადა ზურაბ ჟვანიამ და დასძინა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის მოგვარების გასაღები მოსკოვში ძევს და არა მსოფლიოს სხვა რომელიმე დედაქალაქში. თუმცა, ზურაბ ჟვანიამ ისიც შენიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი “აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით”* დადგენილების გადახედვას არ აპირებს. თავის მხრივ, გენადი სელეზნიოვმა იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით საქართველო გადაწყვეტილების მიღებას არ იჩქარებს. საქართველოსა და რუსეთის პარლამენტების სპიკერები ერთმანეთს 26 ოქტომბერს შეხვდნენ. საქართველო რუსეთის სახელმწიფოსთვის პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, – განაცხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, გენადი სელეზნიოვმა თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. ასეთ “პრინციპულ საკითხებად” დასახელებულია: 1. რუსეთ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულება, რისი მიღებაც რუსეთის მხარეს კატეგორიულად არ სურს; სამივე ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, პოზიცია არც ერთ მხარეს არ შეუცვლია. თუმცა კარზეა მომდგარი საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა. მასზე განხილულ საკითხთა უვერტიურად ამჟამად მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებები შეიძლება ჩაითვალოს. აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებმა სხვა თვალსაზრისითაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ორი ქვეყნის ურთიერთობაზე. საუბარია, ყბადაღებულ ჩეჩნურ საკითხზე. რუსეთის ოფიციალურმა წრეებმა არაერთხელ შესთავაზეს საქართველოს, განეხორციელებინათ ერთობლივი პოლიციური ოპერაცია საქართველოში, პანკისის ხეობაში, სადაც ქისტი ეროვნების მოსახლეობა და ჩეჩენი ლტოლვილები ცხოვრობენ. საქართველოს დელეგაციის შეხვედრებისას რუსეთის საპარლამენტო ფრაქციების წარმომადგენლებთან დაისვა ტერორიზმთან ერთობლივი ბრძოლის საკითხი. ფრაქციის “ოტეჩესტვო ვსია როსია” ლიდერმა, ვიაჩესლავ ვილოშინმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დააფიქსიროს მკვეთრი პოზიცია ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით. მისი მტკიცებით წავიდა ის დრო როდესც პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე დასავლეთს შესაძლოა მხარი დაეჭირა ტერორისტებით ისეთი მანევრირებისათვის, რომელიც საქართველომ აფხაზეთთან მიმართებაში განახორციელა. რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებას, გენადი სელეზნიოვმა დაარწმუნა თავისი ქართველი კოლეგა, რომ მას რუსეთის სათათბირო აუცილებლად გაუკეთებს რატიფიკაციას. ამჟამად აღნიშნულ დოკუმენტზე ორი ქვეყნის საგარეო უწყებების ექსპერტები მუშაობენ. და ბოლოს, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის შეხვედრებმა სათათბიროს ლიბერალ-დემოკრატთა და კომუნისტთა ფრაქციების ლიდერებთან ვერ შეცვალა მათი გეგმები საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით. 31 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო სათათბირო განიხილავს დადგენილების პროექტს, რომელიც ედუარდ შევარდნაძის საქმიანობას ეხება. დადგენილებაში უარყოფითადდა შეფასებული საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკა, რომელსაც იგი რუსეთთან მიმართებაში ატარებს. ——————————— * 11 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება “აფხაზეთის ტერიტორიაზე შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით”, რითაც აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის გაყვანა მოითხოვა. დადგენილების მიხედვით, გაეროს, ეუთოსა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების მთავრობების წინაშე სასწრაფოდ უნდა დაისვას კონფლიქტის ზონაში რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის სანაცვლოდ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შეყვანის საკითხი. ამასთან, უნდა გაიზარდოს სამხედრო დამკვირვებელთა რაოდენობა და გაფართოვდეს მათი მანდატი. “რუსეთის სათათბიროში შეხვედრები გაცილებით კონსტრუქციული გამოდგა, ვიდრე ამას ველოდით”, – კმაყოფილებით აღნიშნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ 26 ოქტომბერს ეროვნული ტელევიზიით გამოსვლისას. ზურაბ ჟვანიას განწყობა გაიზიარა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, გენადი სელეზნიოვმაც, რომელმაც დასძინა, რომ ხშირად პოლიტიკოსების განცხადებებს მას-მედიის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციები მოჰყვება. ვიზიტი 28 ოქტომბერს დასრულდება, თუმცა დღესვე შეიძლება ითქვას, რომ თბილისი-მოსკოვის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.
2. ჩეჩენ “ტეროტისტებთან” ერთობლივი ბრძოლა, რაც რუსეთის ვერსიით, სამხედრო ოპერაციის საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ კი, პანკისის ხეობაში, გადმოტანას ითვალისწინებს;
3. ასევე, აფხაზეთის კონფლიქტის ზონიდან რუსეთის სამშვიდობო ძალების გაყვანის შესახებ საქართველოს პარლამენტის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლა.
დოკუმენტიში ასევე აღნიშნულია რომ, “რუსეთის არაკონსტრუქციული მიდგომის შედეგად, ჩიხში მოექცა და ბლოკირებულია გაეროსა და საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ აფხაზეთის სტატუსის შესახებ შემუშავებული პროექტის განხილვა”. თანაც, დადგენილების თანახმად, ბოლო დღეებში “ნათლად გამოიკვეთა, რომ რუსეთი გამოდის კონფლიქტში ჩართულ მხარედ და სამშვიდობო ძალების ფუნქცია “საზღვრის” დაფიქსირებით შემოიფარგლება”.