
ახალი ამბები
საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა
დღეს ფრაქცია “მაჟორიტარები – საქართველოს რეგიონები” საპარლამეტნო უმრავლესობას გამოეყო, რის შედეგადაც პარლამენტში უმრავლესობა აღარ არსებობს. ფრაქცია “მოქალაქეთა კავშირთან” ერთად, “მაჟორიტარები – საქართველოს რეგიონები” საპარლამენტო უმრავლესობას შეადგენდნენ. ფრაქციის წევრების განცხადებით ისინი დამოუკიდებელი პოლიტიკური დაჯგუფება იქნება, რომელიც არც ერთ ფრაქციასთან არ იქნება ასოცირებული.