We are on our way to becoming fully reader-funded. You can now SUBSCRIBE or DONATE to Civil.ge

ახალი ამბები

სასამართლომ ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 30 სექტემბერს „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ყოფილ თანამოაზრეს, გიორგი ბაჩიაშვილს, 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მას შემდეგ, რაც მოსამართლე ჯვებე ნაჭყებიამ იგი სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დამნაშავედ ცნო.

ბაჩიაშვილი უკვე იხდის 11 წლიან პატიმრობას ივანიშვილისგან დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მითვისების გამო. თუმცა, ახალი სასჯელი უკვე არსებულმა სასჯელმა შთანთქა.

მოსამართლე ნაჭყებიამ საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებისთვის 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა შოთა ქარუმაძეს, რომელმაც ბაჩიაშვილი საქართველოდან სომხეთში გადაიყვანა.

This post is also available in: English

Back to top button