
ახალი ამბები
პროკურატურამ სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ნიკა მელიას ბრალდება წარუდგინა
პროკურატურამ ოპოზიციონერ პოლიტიკოს ნიკა მელიას, რომელიც უკვე წინასწარ პატიმრობაშია „ქართული ოცნების“ პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, ამჯერად სასამართლოს უპატივცემულობის ფაქტზე ახალი ბრალდება წარუდგინა. მელიას 30 მაისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძისთვის წყლის შესხმას ედავებიან. პროკურატურა აცხადებს, რომ სხდომათა დარბაზიდან გაძევების შემდეგ, მელიამ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მოსამართლეს.
სასამართლოს უპატივცემულობა, რაც მოსამართლის შეურაცხყოფაში გამოიხატება, სისხლის სამართლის დანაშაულია. მელიას ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
This post is also available in: English