ახალი ამბები

„ქართული ოცნება“ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გაუქმებას გეგმავს

ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რვა წევრისგან შემდგარი ორგანო, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, „ქართული ოცნების“ მიერ მთავრობაში მიმდინარე რესტრუქტურიზაციის ფარგლებში გაუქმდება. შესაბამისი კანონპროექტი „ქართული ოცნების“ პარლამენტს უკვე წარედგინა.

საბჭოს გაუქმება 1 სექტემბრამდე უნდა დასრულდეს, ხოლო მის უფლებამოსილებებს „ქართული ოცნების“ მთავრობა გადაიბარებს. „ქართული ოცნების“ ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ცვლილებები ქვეყნის საპარლამენტო მმართველობის მოდელს შეესაბამება.

„ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის აქტივებს, მათ შორის, ეროვნული სიტუაციური ოთახის ფუნქციონირების უზრუნველყოფის უფლებამოსილებას სალიკვიდაციო კომისია შესაბამის უწყებებს გადასცემს“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრესრელიზში.

This post is also available in: English

Back to top button