
ახალი ამბები
აქტივისტ მათე დევიძეს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო გალუსტაშვილმა 21 წლის მათე დევიძეს ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აქტივისტი 19 ნოემბერს, დილით, აქციის დაშლის დროს პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით გაასამართლეს.
განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაძაბულ ვითარებაში გამოიტანეს, სადაც დევიძის მხარდამჭერები მანდატურებმა ძალით გაიყვანეს სასამართლოს შენობიდან. სხდომას ასევე დაესწრო საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
დევიძე, რომელმაც შვიდი თვე წინასწარ პატიმრობაში გაატარა, დამნაშავედ ცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით, რაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
This post is also available in: English