ახალი ამბები

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ საქართველოს დევნილთა შესახებ რეზოლუცია მიიღო

3 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 107-მა ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 49-მა კი – თავი შეიკავა.

რუსეთთან ერთად, რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბელარუსმა, კუბამ, მალიმ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, ზიმბაბვემ, სუდანმა და ეკვატორულმა გვინეამ. სირიამ, რომელიც ტრადიციულად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, ამჯერად თავი შეიკავა, რაც ქვეყანაში ასადის რეჟიმის დაცემამ განაპირობა.

გასულ წელთან შედარებით რეზოლუციას 103-ის ნაცვლად 107-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი. მხარდამჭერ ქვეყნებს შეემატნენ: პარაგვაი, სამხრეთ კორეა, სეიშელი და სიერა-ლეონე. ჩინეთმა გასული წლის მსგავსად წელსაც თავი შეიკავა.

This post is also available in: English

Back to top button