
სუს-მა ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის გამო უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2 მაისს განაცხადა, რომ ქალაქ რუსთავში უცხო ქვეყნის ინიციატივით ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი, უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე დააკავა.
სუს-ის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ პიროვნება 2014 წელს გაემგზავრა ახლო აღმოსავლეთში და რეგიონში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანდა. ამავე ინფორმაციით, დაკავებული პირი ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტია და იგი „ტერორისტულ ორგანიზაციაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან აქტივობებზე იყო პასუხისმგებელი“.
ჩატარებული ჩხრეკის შედეგად დაკავებულის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებულია გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი სხვადასხვა სახის მტკიცებულება და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაკავებულის ვინაობა არ გაასაჯაროვა.
ასევე წაიკითხეთ:
- 20/02/2025 – სუს-მა კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
- 07/06/2024 – სუს-მა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
- 26/07/2023 – სუს-მა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის გამო საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა
- 17/05/2023 – ტერორიზმის ბრალდებით სუს-მა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავა
This post is also available in: English Русский