skip to content
ახალი ამბები

საქსტატი: 2025 წლის მარტში მშპ 9%-ით გაიზარდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიერ 30 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2025 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ქვეყნის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 9%-ით გაიზარდა.

2025 წლის მარტში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: ინფორმაცია და კომუნიკაცია; პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები; საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები; ტრანსპორტი და დასაწყობება; მშენებლობა.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში.

„საქსტატის“ ინფორმაციით, I კვარტალის საშუალო რეალური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English Русский

Back to top button