‘აგენტების’ კანონის აღსასრულებლად კარიერული საჯარო მოხელეები დაინიშნენ
“უცხოური აგენტების” კანონის აღსასრულებლად სანდრო კირვალიძე, 32 წლის იურისტი დაინიშნა. კირვალიძე იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
კირვალიძის მთელი კარიერა იუსტიციის სამინისტროს უკავშირდება. იგი სამინისტროს 2012 წელს მკვლევარის რანგში შეუერთდა, 2021 წლის სექტემბერში კი უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის სამსახურის მენეჯერი გახდა, სადაც იგი მიმდინარე პოზიციაზე დანიშვნამდე რჩებოდა. კირვალიძემ სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მოიპოვა.
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი 29 ივლისს ჩამოაყალიბა. მისი ბრძანება დეპარტამენტის უფროსს უფლებას აძლევს, გასცეს შემოწმებების ბრძანება, ორგანიზაციების მიერ დარეგისტრირებაზე უარის შემთხვევაში “იძულებითი რეგისტრაცია” განახორციელოს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს – კანონის მთავარ სამიზნეებს – ჯარიმები გამოუწეროს.
დეპარტამენტი ორი განყოფილებისგან შედგება: რეგისტრაციის სამსახურისგან და დეკლარირების მონიტორინგის სამსახურისგან.
რეგისტრაციის სამსახურს 28 წლის იურისტი თინათინ ღუღუნიშვილი უძღვება, რომელიც საჯარო რეესტრის ეროვნულ სამსახურს 2018 წლის დეკემბერში, თბილისის სააპელაციო სასამართლოში 10-თვიანი სტაჟირების დასრულების შემდეგ შეუერთდა. დეკლარირების მონიტორინგის სამსახურს კი კიდევ ერთი საჯარო მოხელე, 34 წლის იურისტი ირაკლი კერვალიშვილი ხელმძღვანელობს. კერვალიშვილი საჯარო რეესტრში 2013 წლიდან მუშაობს.
- 28/05/2024 – პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია
- 14/05/2024 – პროტესტის ფონზე, პარლამენტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)