ალეკო ელისაშვილი „მოქალაქეებიდან“ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა
12 აგვისტოს, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ საარჩევნოდ კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ შეუერთდა და თავისი ადგილი დაიკავა პარტიების „ლელოს“ და „ხალხისთვის“, ასევე პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედნის“ გვერდით. ეს გადაწყვეტილება რამდენიმეწლიანი დაძაბული ურთიერთობის შემდეგ, ელისაშვილისა და „ლელოს“ ლიდერის მამუკა ხაზარაძის შერიგების შედეგი იყო. გაერთიანების შესახებ ხმები ბოლო დღეეებში გავრცელდა.
ელისაშვილმა კოალიციაში გაწევრიანების შესახებ თბილისში გამართულ საჯარო ღონისძიებაზე ისაუბრა, სადაც მან განუმარტა შეკრებილ საზოგადოებას, თუ რატომ გადაწყვიტეს მან და ხაზარაძემ უთანხმოებების გვერდზე გადადება. მისი თქმით, ორივემ გადაწყვიტა, რომ ახლა ბოდიშების მოხდის დრო არ არის, არამედ შერიგების დროა, რათა თავიდან მოიშორონ ის ადამიანები, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას.
2021 წლის 19 იანვარს, რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში, ელისაშვილმა ხაზარაძეს „ხალხის მყვლეფავი“ უწოდა და ერის გაღარიბებასა და საკუთარი ჯიბის გასქელებაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ყოფილმა ბანკირმა მხოლოდ მაშინ ამოიღო ხმა, როდესაც ხელისუფლებამ მას პრობლემები შეუქმნა. თავის მხრივ, ხაზარაძემ ელისაშვილს „უსინდისო“ და „მატყუარა“ უწოდა.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/07/2024 – არჩევნების წინ კიდევ სამი ოპოზიციური ძალა ერთიანდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)