Newsმეოცე საუკუნეუახლესი ისტორია

ზურაბ ჟვანია ევროკავშირის შესახებ, 2001 წელი.

კონტექსტისთვის: ევროკავშირი 1993 წელს შეიქმნა და მალევე, საქართველომ დაიწყო მასში გაწევრიანებისკენ სწრაფვა. საქართველოს სურვლის, ყოფილიყო მსოფლიო დემოკრატიული ქვეყნების წევრი და მეგობარი, მტრულად ხვდებოდა რუსეთი, რომელიც წლების განმავლობაში, სხვადასხვა გზებით, ხელს უშლიდა ქართველი ერის სურვილსა და მიზანს.

ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანიასთან.


გასულ წლებში, ევროპის პოლიტიკისათვის საქართველო შორეულ,
უცხო ქვეყნად მოიაზრებოდა, მაგრამ ახლა, ევროკავშირისა და საქართველოს საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის ბოლო შეხვედრის შემდეგ, ორმა მხარემ გამოსცა დასკვნითი განაცხადი, რომელშიც ნახსენებია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების შესახებ. გასულ თვეში რა შეიცვალა ისეთი, რამაც განაპირობა თქვენი ასეთი „წარმატება“?


არა მგონია, ის ცვლილებები, რაზეც თქვენ მიანიშნეთ, მხოლოდ გასულ თვეში მომხდარიყო. ორი მხარის გაერთიანებული საპარლამენტო თანამშრომლობის კომიტეტის რეზოლუციაში ასახულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავების პროცესები. საქართველოს დამოუკიდებელ ქვეყნად ჩამოყალიბების ადრეულ
ეტაპზე ჩვენ მართლაც ნაკლებად ვაღელვებდით მსოფლიოს. სამხრეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებისა და შუა აზიის ქვეყნების მსგავსად, ევროპელებს საქართველო მართლაც უცხო და გაუგებარ ქვეყნად ეჩვენებოდათ. ამან ხელი შეუწყო 90-იანი წლების საქართველოში მომხდარ მოვლენებს, მაგრამ გასული 7-8 წლის განმავლობაში, ბევრი პრობლემის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა ნება, აეშენებინა დემოკრატიულ ინსტიტუტებზე დაფუძნებული ქვეყანა. რაც ყველაზე მთავარია, ქართველმა პოლიტიკოსებმა ნათლად გამოხატეს თავიანთი პოზიცია საქართველოს დიდ ევროპულ ოთახში გაერთიანებაზე. ჩვენ ძალზე მოხარულნი ვართ, რომ სულ უფრო და უფრო მეტი ევროპელი პოლიტიკოსი ცნობს საქართველოს ისტორიულ როლს ევროპულ გაერთიანებაში და ეჭვი არ ეპარება მისი მიზნების ლეგიტიმურობაში. ასეთ პოლიტიკოსთაგან ერთ-ერთია რადიკალური პარტიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის წევრი ბატონი ოლივიერ
დუპესი. იგი ჩემი კარგი მეგობარია და მას არაერთხელ საჯაროდ უსაუბრია ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონის მნიშვნელოვან პრობლემებზე. ვიმედოვნებთ, რომ მიღებულ რეზოლუციაში ნახსენები „ერთი-ორი სიტყვა“ იმის მაჩვენებელია, რომ ევროპელები მზად არიან საქართველოს ევროკავშირის კარი გაუღონ.


რას ნიშნავს საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკისათვის ევროკავშირში გაერთიანების გრძელვადიანი პერსპექტივა?


თქვენ კარგად უნდა გესმოდეთ, რომ ქართველები ძალიან ესწრაფვიან დიდ ევროპულ ოჯახში გაერთიანებას. ორი საუკუნის განმავლობაში ჩვენ იძულებით ვიყავით გასახლებულები. თქვენ აღნიშნეთ, რომ ევროკავშირში გაერთიანება პოლიტიკური ფენის ნებაა. აქვს თუ არა იგივე სურვილი რიგით ქართველ მოქალაქეს? ალბათ, ძნელად აღსა???დელი იქნება ის განცდები და ემოციები, რასაც საქართველოს მოქალაქეები განიცდიდნენ ევროსაკონსულოში საქართველოს გაწევრიანების დღეს. ქართველებისთვის ეს არ იყო კიდევ ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების ტოლფასი. ეს მათთვის გაცილებით მეტს ნიშნავდა. ამდენი ისტორიული ჭიდილის მერე, ევროპის საკონსულოს
წევრებმა ცნეს საქართველოს არა მხოლოდ გეოპოლიტიკური, აგრეთვე პოლიტიკური, ისტორიული და კულტურული როლი მსოფლიო საზოგადოებაში და ეს დღე ყველა ქართველისათვის მართლაც დღესასწაული იყო.

როდის აპირებთ ოფიციალური კანდიდატურის წარდგენას ევროგაერთიანებაში. ეს იქნება აზერბაიჯანთან თუ სამხრეთ კავკასიის სხვა ქვეყანასთან ერთად?


ეს მხოლოდ ჩვენს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. რადგან ჩვენ ვფიქრობთ, რომ უკვე დროა, დაიწყოს დისკუსია საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების თაობაზე. ეს იქნება პირველი პრაქტიკული ნაბიჯი საქართველოს იურისდიქციის ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაციის პროცესში. მე ოპტიმისტი ვარ და დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი პარლამენტარობის პერიოდში, შეიძლება ამ ვადაში არა, მაგრამ მომავალ ვადაში, მომავალი ათი წლის განმავლობაში საქართველოს აქვს რეალური პერსპექტივა, გახდეს ევროგაერთიანების წევრი. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას ცნობს ყველა, მათ შორის რუსეთი და ევროგაერთიანების სხვა წევრი ქვეყნები.

დიდი მადლობა ინტერვიუსათვის.


პირიქით, მე გიხდით მადლობას.


მოამზადა შორენა შავერდაშვილმა
გაზ. „დილის გაზეთი“. 28 ივნისი, 2001 წ. #146 (1567). გვ. 2

მსგავსი/Related

Back to top button