skip to content
ახალი ამბები

გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერები: საქართველოს ხელისუფლებამ და მმართველმა პარტიამ ევროკავშირის გზიდან გადაუხვია

გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის მიღების საპასუხოდ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. განცხადებაში ნათქვამია:

„ჩვენ, გერმანია და საფრანგეთი, ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით.

ჩვენი ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული გზის მტკიცე მხარდამჭერი იყო და აქტიურად უჭერდა მხარს ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას 2023 წლის დეკემბერში კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ.

ღრმა მწუხარებით აღვნიშნავთ საქართველოს ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის გადაწყვეტილებას გადაუხვიონ ამ გზიდან ჩვენი საერთო ევროპული ღირებულებებისა და ქართველი ხალხის მისწრაფებების წინააღმდეგ მოქმედებით, როგორც ეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ე.წ. კანონის მიღებით მოხდა.  

საქართველოს ევროპული გზა გაწერილია – მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button