პაპუაშვილი ცენტრალურ აზიას სტუმრობს
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ცენტრალურ აზიას სტუმრობს. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, ვიზიტი 13 აპრილამდე გაგრძელდება და მის ფარგლებში პაპუაშვილი უზბეკეთის, თურქმენეთისა და ყაზახეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდება.
შეხვედრები უზბეკეთში
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უზბეკეთის პარლამენტის, ოლი მეჯლისის სენატის (ზედა პალატის) თავმჯდომარეს ტანზილა ნარბაევას შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და უზბეკეთს შორის „მეგობრულ ურთიერთობასა და თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს“. მხარეებმა საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მზადყოფნა გამოხატეს. „უზბეკური მხარის მიერ, ასევე, გამოითქვა რეგიონული პოლიტიკის მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესრელიზში.
ამავე ინფორმაციით, „შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა “შუა დერეფნის“ მზარდ მნიშვნელობას. მისი თქმით, ამ დერეფნის სატრანზიტო-სატრანსპორტო პოტენციალის განვითარება ორივე ქვეყნის ინტერესში შედის“.
რაც შეეხება ოლი მეჯლისის საკანონმდებლო პალატის (ქვედა პალატა) თავმჯდომარესთან ნურდინჟონ ისმაილოვთან შეხვედრას, მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების საკითხები, მათ შორის, თანამშრომლობა საკანონმდებლო ორგანოებს შორის, ასევე, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სექტორებში.
შალვა პაპუაშვილმა მადლიერება გამოხატა უზბეკეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
„საქართველოსა და უზბეკეთს შორის ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირები ძლიერია. ჩვენ მზად ვართ გავაძლიეროთ ჩვენი საპარლამენტო პარტნიორობა, მათ შორის მეგობრობის ჯგუფებსა და დარგობრივ კომიტეტებში, და ასევე ვითანამშრომლოთ საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმების ფარგლებში“, – დაწერა პაპუაშვილმა ტვიტერზე შეხვედრის შემდეგ.
Warm exchange with Nurdinjon Ismoilov, Speaker of the Legislative Chamber of ??. Economic & political ties between ??&?? are strong. We stand ready to enhance our parliamentary partnership, including friendship groups, sectoral committees and also, cooperate in the frames of… pic.twitter.com/jC6kBGNUp6
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) April 8, 2024
შეხვედრები თურქმენეთში
9 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვს შეხვდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებულ „ნაყოფიერ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ დონეზე, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში, ასევე, მრავალწლიან ურთიერთობათა მეგობრულ ხასიათს“. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, „ყურადღება დაეთმო სავაჭრო-ეკონომიკური და სატრანსპორტო-ლოჯისტიკური თანამშრომლობისა და ერთობლივი რეგიონული პროექტების განვითარების მნიშვნელობას“.
შალვა პაპუაშვილმა თურქმენეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა აშხაბადში შოთა რუსთაველის ძეგლის გახსნის გადაწყვეტილებისთვის. თავის მხრივ, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა დააფიქსირა.
შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ საქართველოს ხელისუფლება ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ერთგული რჩება.
Grateful to Serdar Berdimuhamedow, President of Turkmenistan, for an engaging and warm conversation in Ashgabat. We highly appreciate ??'s support towards Georgia’s territorial integrity. We are committed to bolstering ??-?? bonds in economy, tourism, transport & energy in the… pic.twitter.com/CM5iuhV1gI
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) April 9, 2024
იმავე დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს დუნიაგოზელ გულმანოვას და თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ რაშიდ მერედოვს შეხვდა.
მეჯლისის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, პაპუაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ ორი ქვეყანაა მზადაა გააუმჯობესონ ორმხრივი ურთიერთობები საპარლამენტო დიპლომატიის და გამოცდილების გაზიარების გზით, მათ შორის მეგობრობის ჯგუფების, დარგობრივი კომიტეტებისა და საერთაშორისო საპარლამენტო პლატფორმების მეშვეობით.
Delighted to have a cordial dialogue on parliamentary ties between Georgia and Turkmenistan with Mme Dünýägözel Gulmanowa, Speaker of the ??'s #Majlis. Determined to nourish our bilateral relations via parliamentary diplomacy and experience sharing, incl. via friendship groups,… pic.twitter.com/DnIUuRQZmp
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) April 9, 2024
საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, „რეფორმებისა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარების მიზნით, მიმდინარე წლის აპრილ-მაისში დაიგეგმა თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საქართველოში“.
რაც შეეხება თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა პოლიტიკურ დონეზე არსებული ურთიერთობები, აღინიშნა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების მნიშვნელობა. „რაშიდ მერედოვმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო პლატფორმებზე თურქმენეთის მხარდაჭერისთვის და დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მტკიცე მხარდაჭერა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესრელიზში.
„ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაზე საერთაშორისო სატრანსპორტო-სატრანზიტო დერეფნების ფარგლებში. კერძოდ, ხაზი გაესვა „ლაპის-ლაზულის“ და „შავი ზღვა – კასპიის ზღვის“ სატრანსპორტო მარშრუტების პროექტებს. ასევე, საუბარი შეეხო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელშიც, საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული როლი ექნება“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესრელიზში.
შეხვედრები ყაზახეთში
11 აპრილს, პარლამენტის თავმჯდომარე ყაზახეთის მაჟილისის (ქვედა პალატის) თავმჯდომარეს, ერლან კოშანოვს შეხვდა.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს „ისტორიულად მჭიდრო კავშირებს“ ქართველ და ყაზახ ერებს შორის. შალვა პაპუაშვილმა ყაზახურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, მან ასევე მწუხარება გამოთქვა ყაზახეთში მიმდინარე სტიქიის გამო და გამოხატა თანადგომა სტიქიასთან გამკლავების საქმეში.
მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების მიმართულებების ფართო სპექტრზე. განიხილეს თანამშრომლობა პოლიტიკის, ვაჭრობისა და ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ტურიზმისა და კულტურის სექტორებში.
„განსაკუთრებით აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა შუა დერეფნის სატრანსპორტო-სატრანზიტო პოტენციალის ასათვისებლად“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრეს-რელიზში.
შეხვედრის შემდეგ პაპუაშვილმა ტვიტერზე დაწერა, რომ მათ განიხილეს თანამშრომლობის საკითხები ვაჭრობის, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის, ტურიზმის, კულტურის, საპარლამენტო საქმიანობისა და რეფორმების განხორციელებაში გამოცდილების გაცვლის მიმართულებით. მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის კავშირების გაღრმავებას.
Thorough & friendly discussion with Erlan Qoşanov, Speaker of the Kazakhstan's #Majilis. Discussed a wide range of cooperation issues, including trade-economy, agriculture, transportation, tourism, culture, parliamentary activities, exchange of best experiences in reforms. First… pic.twitter.com/RL52rFK6gj
— Shalva Papuashvili ?? (@shpapuashvili) April 11, 2024
მასალა განახლდება…
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)