skip to content
ახალი ამბები

კრემლი სამხრეთ კავკასიაში იენს სტოლტენბერგის ვიზიტს ეხმიანება

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი სამხრეთ კავკასიაში ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ვიზიტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსის „ზოგადი მისწრაფებები, რომ კავკასიაში თავისი ყოფნა განამტკიცოს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს“ და რომ „ნატოს მცდელობები, რომ როგორმე გააფართოვოს თავისი გავლენა და ყოფნა, ვერ შემატებს სტაბილურობას კავკასიას და პროგნოზირებადობას სიტუაციას“, განაცხადა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასმა“ 19 მარტს პესკოვის სიტყვებზე დაყრდნობით.  

ამავე სააგენტოს ინფორმაციით, პესკოვმა აღნიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს აქვთ „სუვერენული უფლება“, რომ ასეთი კონტაქტები დაამყარონ, თუმცა დასძინა, რომ „ჩვენ, რა თქმა უნდა, ყურადღებით ვაკვირდებით, მაგრამ ვაპირებთ ფოკუსირება მოვახდინოთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის იმ ინსტრუმენტეზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას რეგიონის ქვეყნებთან გააჩნია“.

17 მარტს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამხრეთ კავკასიაში სამდღიანი ტურნე ბაქოში ვიზიტით დაიწყო, სადაც პრეზიდენტს, ასევე თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. იგი საქართველოში 18 მარტს ჩამოვიდა და პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა. ნატოს გენერალურმა მდივანმა თავისი ტურნე 19 მარტს სომხეთში ვიზიტით დაასრულა, სადაც პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს შეხვდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button