skip to content
ახალი ამბები

ფულადი გზავნილები რუსეთიდან თებერვალში 66.8%-ით შემცირდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 15 მარტს გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში რუსეთიდან ფულადი გზავნილები გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 66.8%-ით შემცირდა და 62.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. მიუხედავად შემცირებისა, რუსეთი კვლავ ლიდერობს იმ ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც საქართველოში ფული ირიცხება.

მთლიანობაში, მიმდინარე წლის თებერვალში ფულადი გზავნილები 2023 წლის თებერვალთან შედარებით 26.9%-ით შემცირდა და 272.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ფულადი გზავნილების 38.79% ევროკავშირის ქვეყნებიდან მოდის, ხოლო 61.22% სხვა ქვეყნებიდან.

იმ ქვეყნების ხუთეულში, საიდანაც საქართველოში ფული ირიცხება, შედის: რუსეთი – 62.2 მლნ აშშ დოლარი (-66,8%); იტალია – 43.97 მლნ აშშ დოლარი (13.08%); აშშ – 41.21 მლნ აშშ დოლარი (35.33%); ისრაელი – 20.43 მლნ აშშ დოლარი (24.54%); საბერძნეთი – 18.99 მლნ აშშ დოლარი (9.28%).

ამავე პერიოდში საქართველოდან საზღვარგარეთ 29.0 მლნ აშშ დოლარი გაიგზავნა, რაც 5.1%-ით მეტია 2023 წლის თებერვლის ანალოგიურ მაჩვენებელზე (27.6 მლნ აშშ დოლარი).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button