skip to content
ახალი ამბები

საქართველოს ლიდერებმა ქართველ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

23 თებერვალს, საქართველოს ლიდერებმა 1921 წელს რუსეთის არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს. პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარე,. თბილისის მერმა, მინისტრებმა და დეპუტატებმა პარლამენტის სასახლის შიდა ეზოში არსებული იუნკერთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ისტორიაში დაღუპულ კადეტთა როლს გაუსვა ხაზი და აღნიშნა: „ეს დღე ჩვენ ყოველთვის გვახსენებს, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება იმას, რომ მისი ქვეყანა იყოს დაქვემდებარებული, იყოს ოკუპირებული, იყოს ქვეყანა, რომელსაც განიხილავენ როგორც ნაწილს და პროვინციას“. მან ასევე განაცხადა, რომ ეს დღე უნდა ახსენებდეს ქართველებს, რომ იბრძოლონ თავისუფლებისთვის. „იუნკერების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ და ჩვენი ქვეყნის ოკუპაციიდან სრულად გათავისუფლების საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, რომელიც უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გვირგვინით შეამკო კოჯორში იუნკერების მემორიალი. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში ნათქვამია, რომ „სამწუხაროდ, იმის გამო, რომ საქართველოს პრეზიდენტი არ ყოფილა მიწვეული პარლამენტის მიერ, არ მიეცა შესაძლებლობა დასწრებოდა პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს და სახელმწიფოს ინსტიტუტების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, პატივი მიეგო იუნკერების ხსოვნისათვის“.

ჟურნალისტებთან საუბრისას, პაპუაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ზურაბიშვილი იმიტომ არ მიიწვიეს ღონისძიებაზე, რომ „შარშან ის მოწვეული იყო და არ მოვიდა ამ ღონისძიებაზე, კითხეთ მას მიზეზი, არ ვიცი რატომ არ მოვიდა, შესაბამისად, ის შარშანაც არ იყო და წელსაც არ მოგვიწვევია”.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button