2024 წლის იანვარში საქართველოში საგარეო ვაჭრობა 14.9%-ით შემცირდა

„საქსტატის“ მიერ 13 თებერვალს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 1,339.8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 14.9%-იანი კლებაა.

„საქსტატის“ მონაცემებით, ექსპორტი 26.3%-ით გაიზარდა და 338.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი 10.2%-ით, 1,001.6 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 663.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 49.5%-ია.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 თებერვალს გამოქვეყნდება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Exit mobile version