ახალი ამბები

საქართველო და საუდის არაბეთი მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნაზე შეთანხმდნენ

24 იანვარს, საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის საუდის არაბეთში ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა შეთანხმება საქართველოსა და საუდის არაბეთის სამეფოს შორის მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საუდის არაბეთის სამეფოს ტახტის მემკვიდრეს, პრემიერ-მინისტრ პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდს შორის გამართულ შეხვედრაზე იქნა მიღებული.

შეთანხმების თანახმად, მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრები მიიღებს რეგულარულ ხასიათს. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი ითვალისწინებს საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე სამუშაო ჯგუფების შექმნას, რომლებიც პერიოდულად გამართავენ სხდომებს და კონსულტაციებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი „მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას  პოლიტიკური და ეკონომიკური მიმართულებით და ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს“.

საგარეო უწყების ინფორმაციით, მინისტრების შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორობას და მეგობრობას გაუსვეს ხაზი. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში, აგრეთვე ტურიზმის, ხალხთაშორისი და კულტურული მიმართულებით.  მინისტრმა დარჩიაშვილმა თავის კოლეგას საქართველოს ეკონომიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. მხარეებმა ასევე მიმოიხილეს რეგიონში არსებული ვითარება და არსებული გამოწვევები.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button