ახალი ამბები

საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოს პროკურატურის 9 იანვრის ცნობით, საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა.

უწყების ცნობით, ექსტრადირებული პირი ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტური ორგანოების მიერ 2017-2021 წლებში, ტეხასის შტატში, არასრულწლოვანი ბავშვების მიმართ ჩადენილი სექსუალური ძალადობისა და ოჯახის წევრზე თავდასხმისთვის, ასევე 2020-2021 წლებში, ლუიზიანას შტატში არსებული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა.

საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღნიშნული პირის ამერიკის შეერთებულ შტატებში ექსტრადიცია დასაშვებად ცნო. 2023 წლის 26 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრმა მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება ექსტრადიციის თაობაზე, რის შემდგომაც ძებნილი პირი აშშ-ს შესაბამის უწყებებს გადაეცა.

საქართველოს პროკურატურამ ძებნილი პირების მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის მიზნით, საერთაშორისო პარტნიორებთან მომავალი თანამშრომლობისადმი მზაობა დაადასტურა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button