ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში ბრძოლის დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ირაკლი ქურციკიძე დაიღუპა. ინფორმაცია, რომელიც უკრაინის სპეციალურ ოპერაციულ ძალებში ქართული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვანო ნადირაძემ გაავრცელა, „სამოქალაქო საქართველოს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ნადირაძის თქმით, ქართველი მებრძოლი 10 ნოემბერს დაიღუპა.

არაოფიციალური გამოთვლით, 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლებისას საქართველოს 41 მოქალაქე დაიღუპა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button