skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში პუტინის ძეგლი დადგეს

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფელ წორბისში 29 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრინჯაოს ძეგლი დადგეს. ძეგლის დადგმის ინიციატორია ჯამბოლატ თედეევი, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების ყოფილი მწვთნელი.  

გახსნის ცერემონიზე თედეევმა ჩრდილოეთ ოსეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მისულ ახალგაზრდებს პუტინისა და 2008 წლის მოვლენებზე ინფორმაცია მიაწოდა.

ჯამბოლატ თედეევი ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის ყოფილი წევრია. იგი აქტიურ როლს თამაშობდა ცხინვალის რეგიონის პოლიტიკაშიც. 2011 წელს, იგი ოკუპირებული რეგიონის „საპრეზიდენტი არჩევნებში“ გეგმავდა მონაწილეობას, თუმცა საცხოვრებელი ცენზის მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის გამო, მან კენჭი ვეღარ იყარა. 2017 წელს, იგი პუტინმა „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ ორდენით დააჯილდოვა. ცხინვალის რეგიონში ვლადიმირ პუტინის სახელობის ქუჩაც არსებობს. გავრცელებული ინფორმაციით, თედეევს რუსული არმიის მაიორის წოდებაც ჰქონდა.    

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button