საქართველოდან რუსეთის უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა 100-მდე განაცხადი შევიდა
საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციამ განაცხადა, რომ საქართველოდან რუსეთის უნივერსიტეტებში 2024 წელს სწავლის მსურველთა 100-მდე განაცხადი შევიდა. საქართველოდან სტუდენტებისთვის 200 ადგილი იყო გამოყოფილი, ისევე როგორც შარშან, როდესაც რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განმცხადებლების 100% ჩაირიცხა. სწავლა რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
„ძირითადად, არჩევანი მოდის მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებზე, მაგრამ განმცხადებლები ასევე ირჩევენ ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟის, ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებსაც“, – აცხადებენ რუსეთის ინტერესთა სექციაში. ამავე ინფორმაციით, საქართველოდან განმცხადებლები, ძირითადად, შემდეგი სპეციალობებით არიან დაინტერესებულნი: მედიცინა, ლინგვისტიკა , IT სფეროს სპეციალობები, ეკონომიკა, ინჟინერია, სასოფლო-სამეურნეო მეცნიერება და მშენებლობა.
რუსეთის უნივერსიტეტებში ჩაბარების მსურველთა განცხადებების მიღება 1 სექტემბერს დაიწყო და 1 ნოემბრამდე გაგრძელდება. კანდიდატები განაცხადებს არეგისტრირებენ ვებგვერდზე და შემდეგ მიწვეულნი არიან გასაუბრებაზე შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესთა სექციაში, რის შემდეგაც ხდება მათი განაწილება უნივერსიტეტებში.
იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელმა რუსული არ იცის, მას ექნება შესაძლებლობა რუსულის ენის მოსამზადებელი კურსი გაიაროს.
ასევე წაიკითხეთ:
- 07/08/2013 – საქართველოს საგარეო უწყება: მიუხედავად რუსეთის ‘დესტრუქციული პოლიტიკისა’, თბილისი ურთიერთობის ‘ნორმალიზებას’ ცდილობს
- 11/05/2023 – „ეს არის დადებითი და მისასალმებელი“, – პრემიერი რუსეთთან უვიზო მიმოსვლასა და ფრენების აღდგენაზე
- 10/05/2023 – რუსეთმა 15 მაისიდან საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა და ფრენებზე აკრძალვა მოხსნა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)