ახალი ამბები

თბილისში სომხეთის საელჩო ყარაბახის მოსახლეობაზე ‘დეზინფორმაციას’ გმობს

საქართველოში სომხეთის საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც „სოციალური ქსელების ქართულ სივრცეში ცრუ ინფორმაციას“ ეხმიანება, რომელიც „აზერბაიჯანის მთიან ყარაბაღზე ბოლო სამხედრო თავდასხმის შედეგად სომხეთში გადაყვანილი სომხების – სომხეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ სხვა ადგილებში განსახლების შესაძლო ზრახვებს“ ეხება.

სომხეთის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში „უარყოფს მსგავს გამოგონილ ყალბ ამბებს და გმობს მათ გავრცელებას და ამ თემით იაფფასიან სპეკულირებას, განსაკუთრებით მთიანი ყარაბაღისა და სომეხი ხალხისთვის ამ რთულ დროს“.

სომხეთის ოფიციალურმა პირებმა დღეს განაცხადეს, რომ აზერბაიჯანის მიერ მთიანი ყარაბაღის აღების შემდეგ,  13 000-ზე მეტმა ადამიანმა უკვე გადაკვეთა საზღვარი და სომხეთში გადავიდა. მომდევნო დღეებში, კიდევ რამდენიმე ათასი გეგმავს იგივეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button