ახალი ამბები

რუსეთი საქართველოს მოქალაქეებს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლას უფასოდ სთავაზობს

საქართველოში შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განათლების მიღების მსურველი საქართველოს მოქალაქეები უფასო განათლების კონკურსში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ.

რუსეთის ფედერაციის ფედერალური ბიუჯეტის ხარჯზე  2024-2025 სასწავლო წლისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებად კონკურსი  1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და დასრულდება 1-ელ ნოემბერს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს მოქალაქეებს, მოქალაქეობის არმქონე პირებსა და საქართველოს ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

შეგახსენებთ, რომ მაისში რუსეთმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გააუქმა, რომელიც 2006 წლიდან მოქმედებდა ე.წ. “ჯაშუშების სკანდალის” შედეგად. რუსეთმა ასევე აღადგინა პირდაპირი ფრენები საქართველოს მიმართულებით, რომელიც 2019 წელს თბილისში ანტირუსული საპროტესტო აქციების შემდეგ გაუქმდა. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ და ყოფილმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ეს ცვლილებები მოსკოვის მიმართ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების „პრაგმატულ პოლიტიკას“ მიაწერა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button