ახალი ამბები

აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი საქართველოს ემშვიდობება

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა, რომლსაც ელჩობის ვადა ამ ზაფხულს ეწურება, საქართველოს მოქალაქეებისთვის გამოსამშვიდობებელ წერილში გამოხატა თავისი სიყვარული საქართველოს კულტურის, ბუნებისა და ხალხის მიმართ. მისი თქმით ქართველები, ამერიკელების მსგავსად, თავიანთი ქვეყნის გაერთიანების, დაცვისა და გაძლიერებისთვის ჩაგვრას ებრძოდნენ. “საუკუნეების განმავლობაში ქართველებმა შეინარჩუნეს თავისუფლება, რწმენა და ღირებულებები, რომელიც ქართულ იდენტობას განსაზღვრავს. ეს საერთო ღირებულებები და ტრადიციებია, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს: დამოუკიდებლობის ჟინი, შემოქმედებითი სული, თანაგრძნობა და მამაცური გამძლეობა” ვკითხულობთ ელჩის წერილში.

ის წერს, რომ შთაგონებულა შეუპოვრობით იმ მრავალი ქართველისა, რომლის გაცნობაც მოახერხა, “ამ შეუპოვრობამ განაპირობა საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი და გარდასახვა ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში”. მან ხაზი გაუსვა პრინციპებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო ეფუძნება: თანასწორობა, სამართლიანობა, დემოკრატია. “ეს იგივე პრინციპებია, რომლის დაცვასაც შეერთებული შტატები ესწრაფვის. ამიტომ დგას ამერიკა ქართველი ხალხის გვერდით, რომ ევროპული ინტეგრაციის გზით მიაღწიოთ თქვენს მიზანს უფრო მეტი სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის” დასძინა ელჩმა.

დეგნანი აღნიშნავს, რომ „ძალა ერთობაშია” – მართლაც ზედგამოჭრილი დევიზია საქართველოსა და ამერიკისთვის!” მისი თქმით: “რყევებისგან დასაცავად დემოკრატიული ინსტიტუტების გამტკიცებით, იმედისა და ოპტიმიზმის სხივით, საქართველოს ევროატლანტიკური ბედისწერისკენ ურყევი სვლით – აღტაცებული ვარ იმ ყველაფრით რაც ქართველმა ხალხმა გააკეთეთ და რასაც მომავალში გააკეთებთ თქვენი ქვეყნის უსაზღვრო სიყვარულის გამო და თქვენი შეუპოვრობის გამო, რომ საქართველომ მიაღწიოს ნათელ, დემოკრატიულ მომავალს, რომელიც ქართველებს გსურთ და ასე უხვად იმსახურებთ”.

“ვემშვიდობები რა იმ ძალიან, ძალიან ბევრ ქართველს, რომელმაც თავისი სახლის კარი და გული გამიღო, ჩემი გული სავსეა მადლიერებითა და უდიდესი პატივისცემით. მიუხედავად იმისა, რომ მივდივარ, თან მიმაქვს ძალიან ბევრი სიყვარული და მეგობრობა ჩემი ძვირფასი მეგობრებისგან მთელი საქართველოდან. ეს იყო დიდი პატივი, რომელსაც ყოველთვის დავაფასებ, მემსახურა შეერთებული შტატების ელჩად ამ ლამაზ ქვეყანაში” წერს ელჩის და წერილს ასრულებს ციტატით ილია ჭავჭავაძის პოემიდან.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button