ახალი ამბები

კობახიძე: უკრაინის ნატოში „მაპის“ გარეშე გაწევრიანების საქართველოს არ უნდა შეშურდეს

ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი კობახდიძემ დღეს პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს არ უნდა შეშურდეს, თუ უკრაინას ნატოში MAP-ის გარეშე მიიღებენ. “უკრაინა არის ომის მდგომარეობაში, საქართველო არ არის. აქედან გამომდინარე, განსხვავებული მიდგომა არის სრულიად ბუნებრივი” დასძინა მან.

„როდესაც დიფერენციაციის საფუძველი არის ომის მდგომარეობა, ჩვენ ამას ვერაფერს ვუზამდით. ერთადერთი, რაც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა – ჩართვა ომში, რასაც ითხოვდა ჩვენი კოლექტიური ოპოზიცია, „ნაციონალური მოძრაობა“, უკრაინის ხელისუფლება და არაერთი უცხოელი ექსპერტ-პოლიტიკოსი. ჩვენ ამას ვერ გავაკეთებდით” -ამბობს კობახიძე.

მან გაიხსენა, რომ არც 2008 წელის ომის დროს და არც ნატოს მომდევნო სამიტებზე ნატომ საქართველოს MAP არ მიანიჭა. “მაშინ საქართველომ გამოიარა ომი რუსეთთან, მაგრამ მაშინ არ იყო ასეთი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. კარგია რომ დღეს უკრაინის მიმართ არის ასეთი დამოკიდებულება და ეს ქვეყანა არის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ. რა თქმა უნდა, ამის არ უნდა შეგვშურდეს და არც შეგვშურდება“, – აღნიშნა კობახიძემ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button