ახალი ამბები

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2022 წლის ანგარიშს აქვეყნებს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 2022 წლის ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც ასახულია ქვეყნის წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები და საფრთხეები და მათ დასაძლევად გატარებული ზომები.

ანგარიშის თანახმად, 2022 წელს „ეგზისტენციალურ“ საფრთხედ რჩება რუსული ოკუპაცია და ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განლაგებული რუსული სამხედრო კონტინგენტი. „2022 წელს ანექსიის პროცესემა კიდევ უფრო გამოხატული ხასიათი მიიღო“, – ნათქვამია ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთის ომმა უკრაინაში გაამძაფრა ქვეყნის უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის გამოწვევები, ასევე გაზარდა ზეწოლა საქართველოს ეკონომიკურ და სოციალურ-პოლიტიკურ სტაბილურობაზე.

ანგარიშში დასახელებულ მკვეთრ გამოწვევებს შორისაა უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების სადაზვერვო საქმიანობა და ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის მცდელობები, მათ შორის, ე.წ. „ჰიბრიდული ომის“ ინსტრუმენტების გამოყენებით.

ოკუპირებული ტერიტორიები

უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად ანგარიშში რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციაა მოხსენიებული. 2022 წლის განმავლობაში ორივე ოკუპირებულ რეგიონში გრძელდებოდა სამხედრო წვრთნები, სამხედრო მოსამსახურეების როტაცია და სხვა უკანონო ქმედებები. მოხდა მძიმე ტექნიკისა და სამხედრო პერსონალის ნაწილობრივ უკრაინაში გადაყვანა. თუმცა, საოკუპაციო ძალების 50%-ზე მეტი დარჩა ოკუპირებულ რეგიონებში. ასევე, უკრაინის წინააღმდეგ ომში მოხალისეები ოკუპირებული რეგიონებიდანაც მონაწილეობდნენ.

ანგარიშში ნათქვამია რომ ოკუპირებულ რეგიონებში აქტიურად მიმდინარეობს დეზინფორმაციის კამპანია, ვრცელდება მესიჯები, რომ ცენტრალური ხელისუფლება მათ წინააღმდეგ ძალის გამოყენებას გეგმავს. ასევე აღნიშნულია, რომ საოკუპაციო რეჟიმებმა ეს ნარატივები გამოიყენეს ადგილობრივი მოსახლეობის დასაფრთხობად და რუსეთის ანექსიის პოლიტიკისადმი მიმღებლობის გასაზრდელად.

2022 წელს ცხინვალში საოკუპაციო ხაზთან უკანონოდ დააკავეს საქართველოს 44 მოქალაქე, ხოლო აფხაზეთში – 13. იყო ეთნიკური ქართველების დაკითხვის, დაშინებისა და დისკრიმინაციის შემთხვევები.

2022 წლის ბოლოს უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს ცხრა მოქალაქე, მათ შორის ირაკლი ბებუა.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონო პატიმრობაში დაღუპული ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარაულის, არჩილ ტატუნაშვილისა და გიგა ოთხოზორიას საქმეებზე არ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუსჯელობის სინდრომის შექმნას და დანაშაულებრივ პრაქტიკას ახალისებს.

2022 წლის განმავლობაში საზღვრის უკანონო დემარკაციის პროცესი გაგრძელდა – ცხინვალის რეგიონში საზღვრის დემარკაციის 69 შემთხვევა და აფხაზეთში 9 დაფიქსირდა.

აფხაზეთი

2022 წლის იანვარში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ოკუპირებული ბიჭვინთის (აფხაზეთი) „სახელმწიფო კოტეჯების კომპლექსის“ რუსეთისთვის უსასყიდლოდ გადაცემის და მიწის და მიმდებარე წყლის ტერიტორიის იჯარით აღების შესახებ. მოსახლეობის პროტესტის გამო შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის „რატიფიცირებული“ აფხაზების მიერ.

ასევე იყო აფხაზეთის რუსულ-ბელორუსულ კავშირში ჩართვის მცდელობები, გასულ წელს აფხაზეთში ბელორუსის პრეზიდენტის ლუკაშენკოს ვიზიტი ამ ძალისხმევის ნაწილი იყო.

2022 წლის სექტემბერში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საოკუპაციო რეჟიმმა ხელი მოაწერეს ეგრეთ წოდებულ „ორმაგი მოქალაქეობის ხელშეკრულებას“, რომელიც რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მოპოვების საშუალებას იძლევა.

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოსახლეობა ეთნიკურ დისკრიმინაციას განიცდიდა და საოკუპაციო ძალების მხრიდან მათი ძირითადი უფლებები უხეშად 2022 წელსაც ირღვეოდა.

ცხინვალის რეგიონი

2022 წლის განმავლობაში არსებობდა რუსეთის მიერ რეგიონის ანექსიის მაღალი რისკი, რადგან ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო რეჟიმი ღიად უჭერს მხარს რუსეთის ფედერაციაში შეერთებას. იყო მოწოდებები ამ საკითხთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების შესახებ, მაგრამ ისინი გაუქმდა “რუსეთთან კონსულტაციების შემდეგ”.

მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმდა ე.წ. „შეთანხმება ორმაგი მოქალაქეობის შესახებ“. ცხინვალი ფინანსურად დიდად არის დამოკიდებული მოსკოვზე. „ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საბაჟო კოდექსში გაწევრიანების შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა ცხინვალის რეჟიმმაც.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. „ბიუჯეტი“ დაახლოებით $120 მილიონი იყო, საიდანაც დაახლოებით 81% (დაახლოებით $96,7 მილიონი) რუსეთის ფედერაციამ დააფინანსა.

სახელმწიფო უსაფრთხოება და კონტრდაზვერვა

ანგარიშის მიხედვით, უკრაინაში ომმა სერიოზული გეოპოლიტიკური კრიზისი გამოიწვია რადგან ფუნდამენტურად დააზიანა უსაფრთხოების გარემო რეგიონში და შექმნა რთული გამოწვევები.

იმავდროულად, პერიოდული სამხედრო დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის რჩება რეგიონისა და საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევად.

ასევე, გარე და შიდა აქტორები, თითქოს პატრიოტული სენტიმენტებით, ავრცელებდნენ საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განცხადებებს და მოსახლეობას ეროვნული უსაფრთხოებისთვის საზიანო ქმედებებისკენ მოუწოდებდნენ.

ანგარიშის თანახმად, ქვეყანაში უსაფრთხოების მდგომარეობა კიდევ უფრო დაზარალდა მტრული ძალების მოქმედებით, რომელიც გამოიხატებოდა პოლარიზაციის გაღრმავებაში, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობის მოშლის მცდელობებსა და ძალადობრივი გზით ხელისუფლების ცვლილების მოწოდებებში.

დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ 2022 წელს უცხო ქვეყნის სპეციალური სამსახურების განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სამხედრო შესაძლებლობები, თავდასცვის სფეროში არსებული ვითარება, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები.

დეზინფორმაცია და პროპაგანდა

ანგარიშის მიხედვით,2022 წელს, დეზინფორმაციული კამპანიის მთავარი მიზანი იყო ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების შეცვლა.

ანგარიშში ასევე საუბარია რბილ ძალაზე, სადაც აღნიშნულია, რომ საანგარიშო პერიოდში უცხოეთის დაზვერვის სამსახურებმა გამოიყენეს პოლიტიკური ძალები, სამეცნიერო და საექსპერტო წრეები, კულტურის წარმომადგენლები, ბიზნესები და მათი ქვეყნების სხვა საშუალებები. თავიანთი მიზნების მისაღწევად ისინი ცდილობდნენ კონტაქტების დამყარებას ქართველ კოლეგებთან , მათ შორის სემინარების, კონფერენციებისა და ექსპერტთა შეხვედრების ორგანიზების გზით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ.

მოხსენებაში ნათქვამია, რომ 2022 წელს სუს-ის წინააღმდეგ რამდენიმე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. ერთ-ერთი ასეთი კამპანია იყო „აბსოლუტურად უსაფუძვლო“ ბრალდებები სუს-ის მიმართ თითქოს ის მტრულად განწყობილი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან თანამშრომლობდა კონტრაბანდული საქონლის ტრანსპორტირების ორგანიზების მიზნით.

კიბერუსაფრთხოება, ტერორიზმი

ანგარიშის მიხედვით, საქართველო განაგრძობდა თანამშრომლობას საერთაშორისო პარტნიორებთან კიბერუსაფრთხოების და კონტრტერორიზმის სფეროებში.

სუს-მა აღნიშნა, რომ წლის განმავლობაში საქართველოში ტერორისტული აქტები არ მომხდარა.ასევე, საანგარიშო პერიოდში ტერორისტული ორგანიზაციების ფინანსური ან სხვა სახის მხარდაჭერის შემთხვევები არ დაფიქსირებულა.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა

2002 წელს სუს-ის ანტიკორუფციულმა დეპარტამენტმა აღძრა 61 სისხლის სამართლის საქმე და 170 პირს წაუყენეს ბრალი ქრთამის აღების, უფლებამოსილების გადამეტების, სამსახურებრივი გულგრილობის, ფართომასშტაბიანი თაღლითობის, უკანონო შემოსავლის ლეგალიზების კუთხით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button