თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს 39 მილიონი დოლარის ღირებულების ბიტკოინის მითვისებაში ადანაშაულებენ
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინაღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, სისხლისსამართლებრივი დევნა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ დაიწყო.
ბაჩიაშვილს ბრალად ედება ბიძინა ივანიშვილისგან 2017 წელს 8 253,13 ბიტკოინის მითვისება რომლის ღირებულებაც 39 215 820 აშშ დოლარია (დღევანდელი კურსით 200 მილიონ დოლარზე მეტი). მედია სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, ამის ამის შესახებ მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ოქმის წაკითხვისას განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა აქტივები და ლეგალიზებისთვის მოახდინა მათი გადაცემა, კონვერსია, უძრავი და მოძრავი ქონების შეძენა, ასევე საწარმო-სუბიექტების მეშვეობით სხვადასხვა ქონებებისა და აქტივების შეძენა.
სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენის საპასუხოდ, Amsterdam & Partners LLP-მა რომელიც წარმოადგენს გიორგი ბაჩიაშვილის დაცვის მხარეს გაავრცელა პრესრელიზი, სადაც საქმე პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა. „ჩვენი ცალსახად გვესმის, რომ ეს ბრალდებები არ მოდის რაიმე ფაქტობრივი დასკვნებიდან ან გამოძიებიდან, არამედ ხდება მისი პოლიტიკურ იარაღად გამოყენება“, – განაცხადა რობერტ ამსტერდამმა, Amsterdam & Partners LLP-ის დამფუძნებელმა პარტნიორმა.
გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით 2 მილიონ 500 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა რომელიც 30 დღის ვადაში უნდა გადაიხადოს. მას ასევე, საქმის გამოძიების დასრულებამდე, ქვეყნის დატოვება აეკრძალა და მისი კუთვნილი საქართველოს და რუსეთის ფედერაციის პასპორტების საგამოძიებო უწყებისთვის ჩაბარება დაევალა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)