ახალი ამბები

ცხინვალმა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იარაღის გამოყენების ახალი წესი დაამტკიცა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მთავრობამ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ იარაღისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყენების ახალი წესი ერთხმად დაამტკიცა. ახალი წესი ქართული უპილოტო აპარატების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების საშუალებას იძლევა.

ცხინვალის რეგიონის უშიშროების სამსახურის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელმა ვალერი ალიხანტიმ  მთავრობის სხდომაზე შესაბამისი მოხსენება წარადგინა. „ამჟამად, უპილოტო საფრენი აპარატები სულ უფრო ფართო სპექტრით გამოიყენება როგორც სამოქალაქო, ისე სამხედრო სფეროში“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ გამონაკლისს არც ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზი წარმოადგენს. მან ამის დასტურად თბილისის მიერ “უპილოტო საფრენი აპარატების გახშირებული გამოყენება” დაასახელა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button