ახალი ამბები

რუსეთი სანქციების დაძლევაში საქართველოს როლზე საუბრობს

რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა განაცხადა, რომ დასავლური სანქციების დაძლევის საქმეში „გარღვევაა“ და ამის მაგალითად საქართველოს გავლით ვაჭრობის მნიშვნელოვანი ზრდა მოიყვანა.  

ფედერალური საბაჟო სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, რუსლან დავიდოვმა განაცხადა: „მე ვფიქრობ, რომ უკვე წელს ჩრდილოეთ კავკასიაში 15 მლნ ტონა ტვირთბრუნვას გადავაჭარბებთ. მხოლოდ „ვერხნი ლარსით“ [ზემო ლარსი – ყაზბეგი] ტვირთბრუნვის 20%-ზე მეტი ზრდა გვაქვს“. დავიდოვმა ხაზი გაუსვა, რომ „ვერხნი ლარსი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ელემენტია“.  

მისივე თქმით, ფედერალური საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა გასული წლის 5.5 თვეში 5.6 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს ორივე მიმართულებით, წელს იმავე პერიოში კი უკვე 7.8 მლნ ტონა.

რუსეთის ფედერალურმა საბაჟო სამსახურმა აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების წყალობით, სატვირთო მანქანების საშუალო რაოდენობა, რომლებიც საზღვარს ყოველდღიურად კვეთენ, 1 200-მდე გაიზარდა. რეკონსტრუქციამდე მათი რაოდენობა ათასზე ნაკლები იყო.  დავიდოვის თქმით, ყოველ წუთში საზღვარს 1 ავტომობილი ან სატვირთო მანქანა კვეთს. ამჟამად „ზემო ლარსის“ საბაჟოზე 39 ზოლის მოქმედებს, მათ შორის 12 ზოლი სატვირთო მანქანებისთვის, ორი ავტობუსითვის, ერთი სარეზერვო ზოლი და 24 მსუბუქი მანქანებისთვის.

იმავდროულად, გაზეთი „კომერსანტი“ იტყობინება, რომ საქართველომ რუსეთში ღვინის ექსპორტით იტალიას გადაუსწრო. მიმდინარე წლის პირველ ხუთ თვეში მიწოდება 63%-ით გაიზარდა და 24.15 მლნ ლიტრი შეადგინა.  

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button