ახალი ამბები

ყაზბეგის სასაზღვრო–გამშვებ პუნქტზე საქართველოს ვიზები გაიცემა

2 ივლისიდან სასაზღვრო–გამშვები პუნქტის ყაზბეგის–ზემო ლარსის გავლით რუსეთიდან საქართველოში შემოსულ პირებს შესაძლებლობა აქვთ უშუალოდ გამტარ პუნქტზე მიიღონ საქართველოს ვიზები.

4 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მან მოხსნა ვიზების გაცემაზე დაწესებული შეზღუდვა, რომელიც 2010 წლის 1 მარტიდან მოქმედებდა მას შემდეგ, რაც საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული სახმელეთო საზღვრის ერთადერთი ლეგალური გამშვები პუნქტის მეშვეობით, თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, მიმოსვლა აღდგა. 

“აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს მიერ არჩეული სავიზო პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მიზანია მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ადამიანთა გადაადგილებას ტურისტული, ბიზნესის, სამედიცინო თუ სხვა ჰუმანიტარული მიზნებით და ეს განხორციელდეს ნაკლები დროისა და ფინანსური დანახარჯებით თითოეული მოქალაქისათვის“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.

2010 წლის ოქტომბრიდან საქართველომ ყაზბეგი–ზემო ლარსის მეშვეობით საქართველოში შემოსული მხოლოდ ჩრდილოეთ კავკასიური რესპუბლიკების მაცხოვრებლებისთვის დააწესა 90–დღიანი უვიზო რეჟიმი, რასაც მოსკოვის პროტესტი მოყვა. რუსეთის დანარჩენ მოქალაქეებს სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის წინ მოსკოვში შვეიცარიის საელჩოში უნდა მიემართათ ვიზების ასაღებად.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button