ახალი ამბები

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერზე თავდამსხმელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

გორის რაიონულმა სასამართლომ პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ სოსო მაისურაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. სასამართლოს ბრალდებულის პატიმრობის შუამდგომლობით გორის რაიონულმა პროკურატურამ 19 ივნისს მიმართა.

გამოძიების ვერსიით, 17 ივნისს გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა სოსო მაისურაძე იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button