ევროკომისია საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულებაზე მოხსენებას GAC-ის სხდომას წარუდგენს
ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ 22 ივნისს, გენერალურ საქმეთა საბჭოს (GAC) არაფორმალურ შეხვედრაზე, ევროკომისია ზეპირ მოხსენებას წარადგენს საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში რეფორმების პროგრესთან დაკავშირებით. GAC-ის ორდღიანი შეხვედრა 21-22 ივნისს შვედეთის ქალაქ უფსალაში გაიმართება.
ზეპირი მოსმენა რომ იგეგმებოდა აპრილში გახდა ცნობილი, როდესაც ევროკომისარმა გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში, ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს საპასუხო წერილი გაუგზავნა საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე, სადაც ნათქვამია, რომ კომისია 2023 წლის გაზაფხულზე ზეპირად წარუდგენს საბჭოს განახლებულ ინფორმაციას საქართველოს მიერ 12 პრიორიტეტის შესრულების თაობაზე.
ოფიციალური ანგარიში პრიორიტეტების შესრულების შესახებ შემოდგომაზე კომისიის გაფართოების ყოველწლიური პაკეტის ნაწილი იქნება.
ასევე წაიკითხეთ:
- 17/06/2022 – კომისიის რეკომენდაცია საქართველოზე: ჯერ პირობების დაკმაყოფილება, შემდეგ კანდიდატის სტატუსი
- 17/06/2022 – ევროკომისიის მოხსენებითი ბარათი: რეკომენდაციები საქართველოსთვის
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)