ახალი ამბები

საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა გერმანიის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აისახა

გერმანიამ 14 ივნისს განახლებული ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია მიიღო, რომელიც პირველად ახსენებს საქართველოს ევროკავშირის გაფართოების კონტექსტში.

ქვეთავში „მშვიდობისა და თავისუფლების დაცვა“ ნათქვამია: „გერმანიის ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის შემდგომ ინტეგრაციას, ერთობასა და გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, უკრაინის, მოლდოვისა და, პერსპექტივაში, საქართველოს მიღების გზით“.

დოკუმენტი იგივე განცხადებას ევროკავშირის გაფართოებაზე საუბრისას კიდევ ერთხელ იმეორებს: „ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, ასევე უკრაინის, მოლდოვისა და მოგვიანებით, საქართველოს მიღების გზით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button